სუეცის არხში „საცობია“ - 400 მეტრის სიგრძის გადამზიდი არხში გაიჭედა

სუეცის არხში „საცობია“ - 400 მეტრის სიგრძის გადამზიდი არხში გაიჭედა

სუეცის არხში 400-მეტრის სიგრძისა და 59 მეტრის სიგანის პანამის დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდი გაიჭედა. უზარმაზარი ხომალდის არხიდან გაყვანას შესაძლოა დღეები დასჭირდეს, შედეგად კი მსოფლიოს ყველაზე დატვირთული საზღვაო მარშრუტი იბლოკება, რაც აფერხებს როგორც ნავთობის, ისე სხვა სამომხმარებლო ტვირთების გადაზიდვას.

224,000 ტონიანი ხომალდი სახელწოდებით The Ever Given როტერდამის პორტისკენ გადაადგილდებოდა, როდესაც ძლიერი შტორმის გამო კონტროლი დაკარგა, არხში გვერდულად გაიჭედა და საზღვაო მოძრაობა მთლიანად დაბლოკა.

გავრცელებული ცნობით, „საცობში“ უამრავი ხომალდია, რომელთაც ასეულობით ტონა ტვირთი გადააქვთ. მათ შორისაა საუდის არაბეთის, რუსეთის, ომანისა და აშშ-ს ნავთობის გადამზიდი ტანკერები.

Planet Labs Inc

ცნობისთვის, სუეცის არხი მსოფლიო საზღვაო გადაზიდვების უმნიშვნელოვანესი მარშრუტია, რომლის გავლითაც გლობალური გადაზიდვების 30% ხორციელდება – აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტი 1 კვირით ამცირებდა ტრანსპორტირების ხანგრძლივობას, აფრიკის კონტინენტის შემოსავლელი მონაკვეთისგან თავის არიდების გამო. არხით დღეში საშუალოდ 50-ზე მეტი ხომალდი სარგებლობს.

„თუკი სწორი მეთოდი არ იქნება შერჩეული, გემისგან არხის გათავისუფლებას შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეს, საუკეთესო შემთხვევაში 2 დღეც საკმარისი იქნება“ – განაცხადა გემის კაპიტანმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *