Super Bowl-ის შოუს შემდგომ რიანას სიმღერების გაყიდვები 390%-ით გაიზარდა

Super Bowl-ის შოუს შემდგომ რიანას სიმღერების გაყიდვები 390%-ით გაიზარდა

2023 წლის Super Bowl-ის პერფორმანსის შემდგომ, რიანას სიმღერების ციფრული გაყიდვები 390%-ით, ხოლო აუდიოსტრიმინგზე მოთხოვნა 211%-ით გაიზარდა. Luminate-ის მონაცემებით, შოუს დასრულების შემდგომ Spotify-ის ყოველდღიური ტოპ-სიმღერების გლობალურ ჩარტებში ყველაზე მეტი პოზიციით სწორედ ბარბადოსელი მომღერალი დაბრუნდა, მისმა ცნობილმა ჰიტმა „Umbrella“-მ კი ახალ პიკს მიაღწია და მე-15 პოზიცია დაიკავა.

შაბათიდან ორშაბათამდე პერიოდში, რიანას ალბომის ციფრული გაყიდვები 301%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა 2012 წელს გამოშვებულმა „Pour It Up“-მა აჩვენა რომლის ციფრული გაყიდვები 1,387%-ით, აუდიომოთხოვნა კი 470%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა 2011 წლის ჰიტი „Where Have You Been“, შესაბამისად 1,272%-იანი და 459%-იანი მატებით. ცნობისთვის, ორშაბათს ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში, რიანამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ახალი ალბომის გამოშვებაც სურს, რომელიც 2016 წლის შემდგომ პირველი იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რიანას პერფორმანსის შემდეგ მის მუსიაკალურ შემოქმედებასთან ერთად მოთხოვნა მომღერლის მაკიაჟისა და თეთრეულის ხაზზეც გაიზარდა. Super Bowl-ის შოუდან პირველ 12 საათში Fenty Beauty-ის შემოსავალმა, რომელიც რიანამ ღონისძიების მსვლელობისას გამოიყენა, $5.6 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო Savage x Fenty-იმ, იმავე პერიოდში, $2.6 მილიონი გამოიმუშავა.

Luminate-ის მონაცემებით, შაბათიდან ორშაბათამდე პერიოდში რიანას შემოქმედებიდან მოთხოვნა ყველაზე მეტად შემდეგ სიმღერებზე გაიზარდა:

  1. Pour It Up – ციფრული გაყიდვები: 1,387% აუდიომოთხოვნა: 470%
  2. Where Have You Been – ციფრული გაყიდვები: 1,272% აუდიომოთხოვნა: 459%
  3. Diamonds – ციფრული გაყიდვები: 1,023% აუდიომოთხოვნა: 358%
  4. We Found Love – ციფრული გაყიდვები: 852% აუდიომოთხოვნა: 297%
  5. Rude Boy – ციფრული გაყიდვები: 748% აუდიომოთხოვნა: 357%
  6. Only Girl (In The World) – ციფრული გაყიდვები: 642% აუდიომოთხოვნა: 283%
  7. Umbrella – ციფრული გაყიდვები: 499% აუდიომოთხოვნა: 236%
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *