„ტავ ჯორჯიას“ თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს

„ტავ ჯორჯიას“ თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს. გენერალური მენეჯერის პოზიციაზე თეა ზაქარაძე 23 ივნისს დაინიშნა.

2005 წლიდან თეა ზაქარაძე კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, ბოლო 10 წელი კი გენერალური მენეჯერის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ცნობისთვის: „ტავ ჯორჯია“ TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა და მან საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო. კომპანიის საქმიანობა მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.

საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შემდეგ, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად რეაბილიტირდა და მოფრენის ახალი ტერმინალი აშენდა.

2017 წელს „ტავ ჯორჯია“ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ კომპანიად დაასახელეს.

TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიკურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში 1,380 თანამშრომელია დასაქმებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *