ტექნოლოგიური გიგანტების ღირებულება $1 ტრილიონით შემცირდა

ტექნოლოგიური გიგანტების ღირებულება $1 ტრილიონით შემცირდა

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხუთეულის ე.წ. FAANG-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $1 ტრილიონით შემცირდა. 

საუბარია Facebook-ზე, Amazon-ზე, Apple-ზე, Netflix-სა და Google-ის დედა კომპანია Alphabet-ზე. 

ბოლო 52 კვირის განმავლობაში კომპანიების ღირებულება შემდეგნაირად შეიცვალა:

  • Facebook: -$253 მლრდ
  • Amazon: -$280 მლრდ
  • Apple: -$253 მლრდ
  • Netflix: -$67 მლრდ
  • Alphabet: -$164 მლრდ

ხუთივე კომპანიის აქციების ფასი სამშაბათს ვაჭრობისასაც მკვეთრად დაეცა. ყველაზე მეტად აქციების ფასი Apple-ს შეუმცირდა, – 4.8%-ით. 

Forbes-ი წერს, რომ ივლისიდან მოყოლებული Facebook-ის ღირებულება 40%-ით შემცირდა, სექტემბრიდან მოყოლებული კი Amazon ღირებულება 26%-ით დაეცა. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.