ტერაბანკმა FMO-სგან 30 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიღო

ტერაბანკმა FMO-სგან 30 მილიონი ლარის ინვესტიცია მიიღო

ტერაბანკისა და ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) თანამშრომლობა გრძელდება.

უკვე ცნობილია, რომ FMO-მ ტერაბანკს 30 მილიონი ლარის დაფინანსება გამოუყო, მიღებული ინვესტიცია კი ბანკს ლარის სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ თანხა, ძირითადად, ტერაბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული სეგმენტის — მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას მოხმარდება, დაფინანსების ნაწილი კი  ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერაზე დაიხარჯება.

მხარეებს შორის ახალი თანამშრომლობის წამოწყება კიდევ ერთხელ  ადასტურებს, რომ ნიდერლანდების განვითარების ბანკი ტერაბანკის მხარდაჭერასა და საქართველოში საინვესტიციო საქმიანობას კვლავაც აგრძელებს.

„ერთ-ერთ გავლენიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, FMO-სთან თანამშრომლობა, ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებით ღირებულია. თუმცა, ეს მნიშვნელობა ახლა, გლობალურად განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო იზრდება. მიღებული ფინანსური რესურსი საშუალებას მოგვცემს, საკრედიტო საქმიანობა გავაფართოოთ და ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი სეგმენტის — მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა გავაგრძელოთ“, – აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის გრძელვადიან ურთიერთობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა. ბანკმა  FMO-სგან 34 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება გასულ წელსაც მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *