TESLA ახალი თანამშრომლების მიღებას წყვეტს და დასაქმებულთა რაოდენობას 10%-ით ამცირებს

TESLA ახალი თანამშრომლების მიღებას წყვეტს და დასაქმებულთა რაოდენობას 10%-ით ამცირებს

Tesla ახალი თანამშრომლების მიღებას წყვეტს და ავტოსაწარმოებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობას 10%-ით ამცირებს. ცნობისთვის, Tesla მსოფლიოს მასშტაბით 100,000-მდე ადამიანს ასაქმებს და მას ელექტრომობილების ქარხნები სამ კონტინენტზე აქვს.

კომპანიის მენეჯმენტისთვის გაგზავნილ წერილში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ მას გლობალურ ეკონომიკურ ფაქტორებთან დაკავშირებით „ძალიან ცუდი წინათგრძნობა“ აქვს, რის გამოც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ახალი ვაკანსიების გამოცხადების პროცესი.

ექსპერტების შეფასებით, მასკის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონისა და რეცესიის რისკების ზრდასთან.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ორი დღის წინ ილონ მასკმა Tesla-ს თანამშრომლებს ულტიმატუმით მიმართა: მათ უნდა შეწყვიტონ დისტანციური მუშაობა და დაუბრუნდნენ ოფისებს, ან დატოვონ თანამდებობა და კომპანიას დაემშვიდობონ.

„Tesla პლანეტის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან პროდუქტებს შექმნის, ეს კი ტელეფონზე დარეკვით არ მოხერხდება“, – ამბობს მასკი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.