18 ნოემბერს, „სტამბაში“, თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდი (Freeuni Alumni Fund) საქველმოქმედო ვახშამს გამართავს. ღონისძიების ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხით, თავისუფალი უნივერსიტეტის 2023-2024 აკადემიური წლის მიღების სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური 300-ლარიანი სტიპენდიები დაუფინანსდებათ.
ვახშამი საქველმოქმედო მიზნით გააერთიანებს თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, ლექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ფონდის მეგობრებს. საღამოს მუსიკალურად რეზო კიკნაძის კვარტეტი გააფორმებს. ღონისძიების გენერალური სპონსორი „საქართველოს ბანკია“. ღონისძიების მხარდამჭერები არიან D Block® Workspace და „მარანი კასრელი“.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
ალუმნი ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საქველმოქმედო ინიციატივაა. ფონდი 2020 წელს დაარსდა და მისი მთავარი პროექტის, „დააფინანსე შესაძლებლობის“, ფარგლებში, დონორების თანადგომით, ყოველ წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების საჭიროებებზე მორგებულ სტიპენდიებს გასცემს.
ფონდის დაარსებიდან, 150,000 ლარზე მეტი შეგროვდა, 18 სტუდენტს დაუფინანსდა სტიპენდია და 14-ს ლეპტოპი. სტუდენტებს მიღებული ფინანსური მხარდაჭერა პირველი სასწავლო წლის ეკონომიკურად შემსუბუქებაში ეხმარება და სასწავლო პროცესში სრულად ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს.