თავისუფლება ინტერნეტში

თავისუფლება ინტერნეტში

Freedom House 2017 წლის “ინტერნეტ სივრცის თავისუფლების” რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგში ქვეყნები 100 ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც სადაც 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს.

ინტერნეტ სირცეში ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ხუთეული შემდეგია:

ესტონეთი – 6 ქულა

ისლანდია – 6 ქულა

კანადა – 15 ქულა

გერმანია  – 20 ქულა

ავსტრალია – 21 ქულა

ინტერნეტში ყველაზე არათავისუფალი ქვეყნები შემდეგია:

ჩინეთი – 87 ქულა

სირია – 86 ქულა

ეთიოპია – 86 ქულა

ირანი – 85 ქულა

კუბა – 79 ქულა

ანგარიშში ჯამში მსოფლიოს 65 ქვეყანა მოხვდა, მათგან თითქმის ნახევარში ინტერნეტ თავისუფლების მაჩვენებელი შემცირდა.

გლობალურად ინტერნეტ მომხმარებლების 40% მსოფლიოს სამ ქვეყანაშია თავმოყრილი: ჩინეთში, ინდოეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მიმდინარე წელს რეიტინგში საკუთარი პოზიცია მხოლოდ 13-მა ქვეყანამ გაიუმჯობესა. მათ შორის მოხვდა ლიბია, ბანგლადეში, უზბეკეთი.

Freedom House-ის მიერ 2017 წლის შეფასებით, საქართველოში ინტერნეტ სივრცის თავისუფლების მიხედვით, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. საქართველოს 24 ქულა მიენიჭა.  ანგარიშში საქართველო ინტერნეტ სივრცის თავისუფლების მიხედვით „თავისუფალი ინტერნეტ სივრცის“ მქონე ქვეყნის სტატუს ფლობს. ამასთან, სარეიტინგო ქულის მიხედვით საქართველო უსწრებს ფართო რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის აზერბაიჯანს (58 ქულა), სომხეთს (32 ქულა), რუსეთს (66 ქულა), თურქეთს (66 ქულა), უკრაინა (45 ქულა), ბელორუსი (64 ქულა) და სხვა.

Freedom House-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ინტერნეტ სივრცის თავისუფლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტერნეტ სივრცეზე წვდომის გაზრდილმა მაჩვენებელმა, მათ შორის, მობილური ინტერნეტის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განაპირობა მაღალი სიჩქარის მქონე მობილური LTE ინტერნეტის განვითარებამ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *