თბილისი OGP-ის გლობალურ ფორუმს უმასპინძლებს

თბილისი OGP-ის გლობალურ ფორუმს უმასპინძლებს

“ღია მმართველობის პარტნიორობის” გლობალური ფორუმი 2018 წელს საქართველოში ჩატარდება. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. 

“ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP) მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნისმთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი. 

OGP-ის თავმჯდომარეობა ერთი წლით, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ოფიციალურად სექტემბერში გადაიბარა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *