თბილისის საპატიო მოქალაქეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა

თბილისის საპატიო მოქალაქეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა

AS GROUP INVESTMENT-ისა და AS GEORGIA-დირსის დამფუძნებელს, შაჰინ მოვსუმოვს, რომელიც წლებია თბილისის საპატიო მოქალაქეა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა, ქვეყნის წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, უმაღლესი ჯილდო – ღირსების ორდენი გადასცა.

საქართველოში უმსხვილესმა ინვესტორმა, რეგიონის წამყვანმა დეველოპერულმა ჰოლდინგმა “AS GROUP INVESTMENT-მა,”ქართულ ბაზარზე 7 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომელიც თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტის “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის პირველ დასრულებულ ეტაპს და სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას მოიცავს.

ამ დროისთვის, “AS GROUP INVESTMENT-ს” რამდენიმე ქვეყანაში 40 პროექტი წარმატებით აქვს შესრულებული, მათ შორის არის ლუქს და პრემიუმ კლასის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების, ვილების (Villa Siena, Park Residence, Renessans Palace და სხვ.), ადმინისტრაციული შენობების, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროეტები. საინვესტიციო ჯგუფი აქტიურად ეწევა სამშენებლო მასალების წარმოებას, ბოლო პერიოდში კი მსხვილ ინვესტიციას აგროსფეროს მიმართულებითაც ახორციელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *