თებერვალში Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა თითქმის 20%-ით შემცირდა

თებერვალში Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა თითქმის 20%-ით შემცირდა

PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის თანახმად, 2025 წლის თებერვალში, ამავე წლის იანვართან შედარებით, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 8.8%-ით შემცირდა. თებერვალში ვებგვერდზე მთლიანობაში 5,589 ვაკანსია გამოქვეყნდა.

2024 წლის თებერვალთან შედარებით კი, გასულ თვეში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19.8%-ით შემცირდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, მთლიანობაში 16,683 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023-2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. PMCG-ის კვლევითი ცენტრის დაკვირვებით, ვაკანსიების კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას ჰქონდა.

Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა

ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, 3,547 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც წლიურ ჭრილში 1.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამავე პერიოდში 2,621 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში – ამ შემთხვევაში 7.9%-იანი წლიური კლება აღინიშნა. 693 ვაკანსია გამოქვეყნდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში, რაც წლიურ ჭრილში 11.0%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით