საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.1%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) 5.6% შეადგინა. თებერვალში ყველაზე მეტად (7.5%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. 1.5%-ით გაძვირდა სასტუმროების და რესტორნების მომსახურება. ყველაზე მეტად (3.3%-ით) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიაფდა. 2.3%-ით შემცირდა ტრანსპორტის ხარჯები, რაც საწვავის გაიაფებით არის გამოწვეული.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (14.3%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 10.5%-ით გაიზარდა, 10.5%-ით გაიზარდა ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასიც, კომუნალურმა გადასახადებმა 6%-ით მოიმატა. 1.5%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა.