საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში თვიური ინფლაციის დონემ -0.04%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული მაჩვენებელი თებერვალში წლიურად 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.3%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.4%);
- სხვადასხვა საქონელისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.6%-ით. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.5%) და პირადი ჰიგიენა (2.7%);
- ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5%-ით. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.1%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (5.0%);
- სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 3.5%-ით. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-18.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.2%), პური და პურპროდუქტები (-9.8%), რძე, ყველი და კვერცხი (-5.0%). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21.0%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8%), თევზეული (1.6%).