თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 93 მილიონი დოლარით გაიზარდა

თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 93 მილიონი დოლარით გაიზარდა

2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან, იანვართან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 93 მილიონი დოლარით (2.9%-ით) გაიზარდა. თებერვალში რეზერვების ზრდას სებ-ის მიერ სავალუტო აუქციონზე 50 მილიონი დოლარის შესყიდვამ შეუწყო ხელი. ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 482 მილიონი დოლარით (17%-ით) არის გაზრდილი.

2019 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან, 2.7 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 589 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.