თელ-ავივი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია

თელ-ავივი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია

The Economist Intelligence Unit-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში თელ-ავივმა პარიზი, ჰონგ-კონგი და ციურიხი ჩამოიტოვა და პირველი ადგილი დაიკავა.

თელ-ავივის ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქად დასახელება ინფლაციის სწრაფმა ზრდამ და, შესაბამისად, კორონავირუსული პანდემიის პერიოდში, საქონლისა და მომსახურების ხარჯის მატებამ განაპირობა. წინა წელთან შედარებით, ისრაელის დედაქალაქი ხუთი პოზიციით დაწინაურდა და არასასურველი ტიტული გასული რეიტინგის ერთობლივ გამარჯვებულებს, პარიზს, ჰონგ-კონგსა და ციურიხს ჩამოართვა.

The Economist Intelligence Unit-ის რეიტინგში მეორე ადგილს საფრანგეთის დედაქალაქი და სინგაპური იყოფენ, მათთან ერთად ხუთეულში კი ციურიხი და ჰონგ-კონგი ხვდებიან. კვლევის ფარგლებში, აგვისტოსა და სექტემბერის პერიოდში, მსოფლიოს 173 ქვეყანაში, 50,000-მდე საქონელსა და სერვისზე ფასების ცვლილება შეისწავლეს. საშუალოდ, ადგილობრივი ვალუტით ფასები 3,5%-ით გაიზარდა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ დამასკო მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქალაქად დასახელდა, შემდგომ არის ტრიპოლი და ტაშკენტი.

The Economist Intelligence Unit-ის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

  1. თელ-ავივი
  2. პარიზი
  3. სინგაპური
  4. ციურიხი
  5. ჰონგ-კონგი
  6. ნიუ-იორკი
  7. ჟენევა
  8. კოპენჰაგენი
  9. ლოს-ანჯელესი
  10. ოსაკა