თეთრი სახლი ოჯახების ხელშეწყობისა და განათლების დაფინანსების მიზნით $1,5 ტრილიონამდე ღირებულების აღდგენის გეგმას წარადგენს

თეთრი სახლი ოჯახების ხელშეწყობისა და განათლების დაფინანსების მიზნით $1,5 ტრილიონამდე ღირებულების აღდგენის გეგმას წარადგენს

მარტში პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე წამოაყენა თავისი ისტორიული გეგმის პირველი ნაწილი, რომელიც ცნობილია, როგორც „ამერიკული ოჯახების გეგმა“ და ორიენტირებულია ამერიკის ეკონომიკისა და ოჯახების გაძლიერებაზე.

აღნიშნული გეგმა 1,9-ტრილიონიანი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს და მისი დამტკიცების შემდეგ თეთრმა სახლმა ინფრასტრუქტურული გეგმების მომდევნო პრიორიტეტისკენ გადაინაცვლა. Washington Post-ის ცნობით, თეთრი სახლი მალე დაასრულებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის აღდგენის გეგმის მეორე ნაწილს და მისი ღირებულება დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარი იქნება, საიდანაც 500 მილიარდი დოლარი საგადასახადო კრედიტებს განეკუთვნება.

პროგრამის მეორე ნაწილზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ვარაუდობენ, რომ იგი მოიცავს გაძლიერებულ ბავშვთა საგადასახადო კრედიტს, ანაზღაურებად შვებულებას, ნებაყოფლობითი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას, საგადასახადო კრედიტებს ოჯახებისთვის, ხოლო გადასახადების ზრდას – მდიდრებისთვის. ეს პოლიტიკა პრიორიტეტულია პროგრესისთვის, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს, რაც არაპროპორციულად აისახება შრომის ბაზარზე მყოფ ქალებზე.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან ბაიდენის გადაწყვეტილებას კორპორაციული გადასახადის განაკვეთის 28%-მდე გაზრდის თაობაზე, როგორც თავდაპირველი ინფრასტრუქტურის გეგმის პირველ ნაწილშია მოცემული. მოსალოდნელია, რომ ისინი ინდივიდუალური გადასახადების ზრდას მეორე ფაზის ფარგლებშიც წინააღმდეგობას გაუწევენ.

ბაიდენის „ამერიკული სამუშაოების გეგმა“ ითვალისწინებს ტრანსპორტირების, ინტერნეტის, კომუნალური მომსახურების, საცხოვრებელი და პროფესიული გადამზადების განახლებასაც.

რადგანაც პროგრამის ორივე ნაწილი ერთად 3,4 ტრილიონი დოლარის ღირებულების გამოყოფას გულისხმობს, ბაიდენი და კონგრესის დემოკრატები აღდგენის გეგმის ერთი ან ორივე ნაწილის გავლის შემდეგ გამოწვევების წინაშე დადგებიან.

თეთრი სახლი პროგრამაზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს და მას  კონგრესზე 28 აპრილს წარადგენენ.