თიბისი ბიზნეს კლუბის ვიდეოსერიები ქუთაისიდან გრძელდება

თიბისი ბიზნეს კლუბის ვიდეოსერიები ქუთაისიდან გრძელდება

დღეს, 12.00 საათზე თიბისი ბიზნესის ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეოსერიის ჩვენება გაიმართა.  ბიზნეს საუბარი, ამჯერად, ქუთაისში მიმდინარეობდა და ადგილობრივ ბიზნესებს წარმოადგენდა.

ვიდეოსერიის მეორე ფილმის სტუმრები იყვნენ ალექს ჩიქოვანი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე მშვილდაძე, რესტორან „აგერარის“ დამფუძნებელი, ქრისტინე ლორთქიფანიძე, საკონსულტაციო კომპანია „ანოვა“ და მარიკა თვარაძე, რესტორან „დების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მათ ისაუბრეს კომპანიის განვითარებისა და ბრენდინგის თავისებურებებზე, რაც ქუთაისში არსებული ბიზნესებისთვის არის დამახასიათებელი; სტუმარმასპინძლობის ქუთაისურ კულტურასა და უნიკალურ გამოცდილებაზე, რომელსაც ეს მხარე სთავაზობს ადამიანს.

ვიდეოსერიები მიზნად ისახავს თიბისი ბიზნეს კლუბის წევრების მხარდაჭერასა და  განვითარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა საკითხზე.  თიბისი ბიზნესი ვიდეოსერიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კვლავ შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *