Sotheby’s აუქციონზე ბენქსის ნამუშევარი კრიპტოვალუტაში გაიყიდა

Sotheby’s აუქციონზე ბენქსის ნამუშევარი კრიპტოვალუტაში გაიყიდა

Fox Business-ის ინფორმაციით, პირველად Sotheby’s აუქციონზე ხელოვნების ნიმუში კრიპტოვალუტაში გაიყიდა. საუბარია ინგლისელი გრაფიტის მხატვრის, ბენქსის ნამუშევარზე სახელწოდებით „სიყვარული ჰაერშია“, რომლის ღირებულებადაც $12.9 მილიონი დასახელდა.

Sotheby’s-მ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ გადახდის მეთოდად ბიტკოინისა და ეთერეუმის გამოყენება უკვე დასაშვებია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რომელი კრიპტოვალუტა გამოიყენეს 14 წუთიან აუქციონზე, რომლის დროსაც „სიყვარული ჰაერშია“ გაიყიდა, თუმცა Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში მომხმარებელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ეთერეუმია.

მართალია, ილონ მასკის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით Tesla ბიტკოინებს აღარ მიიღებს, მაგრამ როგორც ჩანს, კრიპტოვალუტის საზღვრები ნელ-ნელა ფართოვდება და მან უკვე ხელოვნების სამყაროშიც შეაღწია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *