თიბისის მხარდაჭერით „ინნ ჯგუფის“ კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით „ინნ ჯგუფის“ კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა

ქუთაისს „ინნ ჯგუფის“ კიდევ ერთი უმაღლესი კლასის სასტუმრო,  „ქუთაისი ინნ“ შეემატა.

სასტუმროს გახსნის ოფიციალური ცერემონია შაბათს გაიმართა და მას სამთავრობო სექტორის, ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სასტუმრო დაფინანსებულია „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში. პროექტის დასასრულებლად 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თიბისის დაფინანსება 5 მლნ ლარს შეადგენს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა, რომელშიც ადგილობრივები დასაქმდებიან. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ 45 პროცენტიანი წილით ტურიზმის სექტორის დაფინანსებაში ლიდერები ვართ.  ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თიბისის მხარდაჭერით 44 სასტუმრო გაიხსნა, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში,“ – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„ინნ ჯგუფის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საქართველოში სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. მაღალი დონის სერვისითა და პროდუქტით ვცდილობთ რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ქალაქი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ. სწორად ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ახალი სასტუმრო “ქუთაისი ინნი”. ვიმედოვნებთ რომ ეს სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება.“ – პაატა კოკაია, ინნ ჯგუფის დამფუძნებელი

სასტუმრო „ქუთაისი ინნ“ 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომრისგან შედგება და მასში 85 ადამიანი იქნება დასაქმებული. კომპლექსში ასევე განთავსებულია რესტორანი, საკონფერენციო, სპორტული დარბაზი, საუნა და ბარი.

ჰოლდინგი „ინნ ჯგუფი“  2015 წელს დაარსა და დღეისათვის ის 8 კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა  4 მოქმედი სასტუმრო –  „გუდაური ინნ“, „ივერია ინნ“, „ბაკურიანი ინნ“, „რენესანს ქონსთრაქშენი“ და 2 მშენებარე სასტუმრო – „ახალციხე ინნ“ და „გორი ინნ“.

მოქმედი და მშენებარე სასტუმროების დასრულების შემდეგ ჯგუფის მართვაში იქნება ჯამში  დაახლოებით 800 ნომერზე მეტი 4 და 5 ვარსკვლავიან კატეგორიაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *