თიბისის სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე გაიზარდა

თიბისის სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე გაიზარდა

1-ელი ნოემბრიდან თიბისის ციფრული სამომხმარებლო სესხების ვადა 4 წლამდე გაიზარდა. ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15,5%-ით განისაზღვრა.

ახალი პირობების თანახმად, შესაძლებელია:

  • თანხის მოთხოვნა 100-დან 10 000 ლარამდე
  • თანხის დამატება ყოველთვიური შენატანის გაზრდის გარეშე
  • სესხების გაერთიანებისას, დამატებითი თანხის მოთხოვნა
  • არსებული სესხების გაერთიანება და ყოველთვიური გადასახადის შემცირება

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა ციფრულ ბანკში, ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ციფრულ სამომხმარებლო სესხზე 20%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. წინსწრებით დაფარვისას კი, მომხმარებელი საკომისიო გადასახადისგან თავისუფლდება.

არსებული სესხების გაერთიანების მიზნით, ახალი სესხის აღების შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა მაინც მოქმედებს, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც 15,5%-დან იწყება.

სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ფიქსირებული შემოსავლის მქონე, ისე თვითდასაქმებულ პირებს. გახსოვდეთ, სესხის აღება შეგიძლიათ მაშინაც კი, თუ ხელფასი ბანკში არ გერიცხებათ.

სესხის ვადის 4 წლამდე გაზრდა ამარტივებს სესხის დამტკიცებას და საშუალებას იძლევა, სესხი აიღოთ, როცა გინდათ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

S