თიბისის ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო მარტივად, IBAN სკანერითაა შესაძლებელი

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო მარტივად, IBAN სკანერითაა შესაძლებელი

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა უკვე IBAN სკანერითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს.

ინოვაციური ფუნქციონალის დახმარებით,  სასურველი ანგარიშის ნომრის ხელით აკრეფა აღარ არის საჭირო. ამის სანაცვლოდ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მობილურის ფოტოგალერეიდან  თიბისი აპში ატვირთოს ფოტო, სადაც ანგარიშის ნომერია მითითებული, ან ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, პირდაპირ ფოტოდან დაასკანეროს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც თანხის გადარიცხვა სურს.

ფუნქციონალით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა გადარიცხვების მენიუში, ზედა მარჯვენა კუთხეში, QR-ის დასკანერების აღმნიშვნელ ღილაკს უნდა დააწკაპუნოს, დაასკანეროს ანგარიშის ნომერი ან ატვირთოს ფოტო და მიყვეს გადარიცხვის სტანდარტულ საფეხურებს.

ვიდეოში, თიბისის ციფრული გუნდის წევრი, თეა  და მომხმარებელი, გვანცა გვიხსნიან, როგორ ამარტივებს IBAN სკანერი თანხის ციფრული ბანკიდან გადარიცხვის პროცესს.

IBAN სკანერით კიდევ უფრო გამარტივდა თანხის ჩარიცხვა თიბისის საქველმოქმედო ფონდშიც, რომელიც სპეციალურად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეიქმნა.   ინოვაციური ფუნქციონალით შესაძლებელია ანგარიშის ნომრის საინფორმაციო ფოტოდან დასკანერება და თანხის მარტივად გადარიცხვა.

თიბისის გუნდი აქტიურად მუშაობს ინოვაციური ციფრული სერვისების, პროდუქტების და  ფუნქციონალების  შექმნასა და განვითარებაზე, რაც  მომხმარებლების ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *