Google-ის ყოფილი HR-ი: ჰიბრიდული სამუშაო პროცესი პანაცეა არ არის

Google-ის ყოფილი HR-ი: ჰიბრიდული სამუშაო პროცესი პანაცეა არ არის

დღეს, Google-ის ოფისები, კორონავირუსის პანდემიის გამო დახურვის შემდეგ, ოფიციალურად იხსნება – თავდაპირველად, თანამშრომლები ოფისში კვირაში სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ. თუმცა, როგორც Google-ის HR-სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლასლო ბოკი მიიჩნევს, ჰიბრიდული სამუშაო პროცესი სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში იარსებებს, მერე კი თანამშრომლებს კვლავ ხუთივე სამუშაო დღის ოფისებში გატარება მოუწევთ.

ლასლო ბოკის ეს ხედვა ორ საფუძვლიან არგუმენტს ეფუძნება: პირველი – თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაო დროის უდიდეს ნაწილს სახლში ატარებენ, დაწინაურება და ხელფასის გაუმჯობესება, ასევე ხელშეკრულებების გაგრძელება გაცილებით გაუჭირდებათ, რადგან თანამშრომლის დისტანციურად შეფასება რთულია; და მეორე – აღმასრულებელ ხელმძღვანელებს თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება სურთ, რადგან სამუშაო ძალის დისტანციურად მართვას ისინი შეჩვეულნი არ არიან.

ლასლო ბოკი, რომელიც Google-ის HR-სამსახურს 2006-2016 წლებში ხელმძღვანელობდა, დღეს HR-პროცესების პროგრამულ უზრუნველყოფაზე მომუშავე კომპანიას, Humu Inc.-ს ხელმძღვანელობს. ბოკის თქმით, ჰიბრიდული სისტემა, რომლითაც თანამშრომელი სამ დღეს ოფისში ატარებს, ხოლო ორს – სახლში, საუკეთესოდ მუშაობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *