თურქეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თებერვალში $2.61 მილიარდამდე გაიზარდა

თურქეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თებერვალში $2.61 მილიარდამდე გაიზარდა

თურქეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თებერვალში $2.61 მილიარდამდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით წერს.

როგორც ცნობილია, დეფიციტი იანვარში $1.8 მილიარდი იყო. ბოლო 12-თვიანმა დეფიციტმა ჯამში დაახლოებით $37.8 მილიარდი შეადგინა. 2020-ში კი დეფიციტი $36.72 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მეტწილად სავაჭრო დეფიციტის მკვეთრმა ზრდამ და ტურიზმიდან შემოსავლების კლებამ გამოიწვია.

ტურიზმის შემოსავლებისა და ექსპორტის ზრდის შედეგად კი  2021 წლის მანძილზე თურქეთში ჯამში დეფიციტის შემცირებას ელოდებიან.

Reuters-ის მიერ გამოკითხული ათი ეკონომისტის პროგნოზი 2021 წლის დეფიციტთან დაკავშირებით საშუალოდ $24.5 მილიარდია.