თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით, 8.25%-დან 10.25%-მდე გაზარდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკაში ნაწილობრივი აღდგენის ნიშნები არის, ბუნდოვანება და გაურკვევლობა კვლავ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.

თუმცა, თურქეთი კმაყოფილია ტურიზმის შემოსავლებით, რაც სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმების შედეგია.

თურქეთის ეროვნული ბანკის განცხადებით, საპროცენტო განაკვეთის ორი პროცენტული პუნქტით გაზრდის მიზანს დეფლაციის პროცესების აღდგენა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს.

საინტერესოა ისიც, რომ Anadolu Agency-ის ცნობით, 27 გამოკითხულ ეკონომისტს შორის 23-მა ეკონომისტმა თავდაპირველად ივარაუდა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დარჩებოდა, ოთხმა ეკონომისტმა კი მისი ზრდა ივარაუდა, თუმცა, ისინი 1,5 პროცენტულ პუნქტამდე ზრდას ელოდებოდნენ.