ანი ჯანუყაშვილი GEDF-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

ანი ჯანუყაშვილი GEDF-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის ახალი მოადგილის პოზიციას 30 Under 30 ანი ჯანუყაშვილი დაიკავებს. დაწინაურებამდე ჯანუყაშვილი ამავე ფონდის დირექტორის მრჩევლისა და პროექტების მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.

“დირექტორის მოადგილის პოზიცია ჩემთვის კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და სტიმულია გავაგრძელო ის მნიშვნელოვანი საქმიანობა, რომელსაც ფონდი წლებია ვახორციელებთ”, – განაცხადა ანი ჯანუყაშვილმა ქართულ Forbes-თან საუბრისას.

Forbes Georgia-სთან საუბრისას, ჯანუყაშვილმა მისი და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა: „განახლებადი ენერგიის ტრადიციული და ალტერნატიული რესურსების კუთხით, მომავალში კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლესა და პროექტს შემოგთავაზებთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, რათა ქვეყანაში ადგილობრივი რესურსის ათვისებას და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას ხელი შევუწყოთ“.

შეგახსენებთ, რომ ანი ჯანუყაშვილი Forbes-ის 30-წლამდელთა პრესტიჟული კონკურსის, 2021 წლის გამარჯვებულია, ტექნოლოგიების კატეგორიაში.