ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა

ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა

ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა. C-HR-ის ისტორია 2014 წლის პარიზის ავტოგამოფენიდან იწყება, სადაც ამ ავტომობილის პირველმა კონცეპტუალურმა მოდელმა ავტომოყვარულებში უაღრესად დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ უკვე 2 წელიწადში ამ მოდელის სერიული წარმოება დაიწყო, თანაც ისე, რომ ქარხნული ვერსია თავდაპირველი კონცეპტისგან დიდად არ შეცვლილა. ამ მოდელით “ტოიოტამ” ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს – C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის დიზაინი შეიცავს როგორც კუპეს, ასევე ქროსოვერის ელემენტებს. მანქანის ძარის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ქროსოვერს, ხოლო სახურავით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოდელი ცალსახად კუპეა. გარდა ამისა, უკანა კარის ორიგინალურად განლაგებული სახელურები ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნით, თითქოს ამ მოდელს 2 კარი აქვს.

ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია ბრილიანტი იყო. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. ბრილიანტის წახნაგოვანი ფორმები ავტომობილს აგრესიულ და სპორტულ იერს აძლევს. C-HR-ის ექსტერიერის კიდევ ერთი თვალშისაცემი დეტალია მისი ძალიან დახვეწილი წინა LED DRL ფარებია.

იაპონელებმა განსაკუთრებული მონდომებით იმუშავეს ავტომობილის ინტერიერზე. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედიის ეკრანი და სხვა დამატებითი ღილაკები თავისი განლაგებით მძღოლისკენაა ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის მართვის დროს შეგიძლიათ ყველა ზემოთ ნახსენები ფუნქცია ისე გამოიყენოთ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული დარჩეთ ავტომობილის მართვაზე. ამას ემატება თანამედროვე სპორტული სავარძლები, რომლებიც თქვენი კომფორტული გადაადგილების გარანტიაა ნებისმიერ სიჩქარეზე. გარდა ინტერიერის პრაქტიკული უპირატესობებისა, C-HR-ის სალონში ნახავთ ისეთ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, როგორებიცაა ლურჯი კანტი ინსტრუმენტების პანელის მთელ გაყოლებაზე, LED-განათებები და ბრილიანტის ფორმის ჭრილები.

ქალაქის პირობებისთვის საჭირო კომპაქტურობა, თითოეული მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიურობა, სრული ამძრაობის უაღრესად ჭკვიანური სისტემა, ულტრათანამედროვე ტექნიკა, ეს “ტოიოტას” მარკის ნებისმიერი ავტომობილისთვის დამახასიათებელი ღირსებებია, თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია იმ არგუმენტებისა, რის გამოც ახალი Toyota C-HR ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თანამედროვე მომხმარებლისთვის.

ახალი C-HR აერთიანებს ათამდე კომპლექტაციას, სამი სხვადასხვა ძრავითა და მახასიათებლებით, უამრავ ფერს, რაც იმას გულისხმობს, რომ ეს მოდელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი. თუმცა, თუ რომელიმე მომხმარებელს ცოტათი კიდევ განსხავევბული გემოვნება აქვს, C-HR ამ კუთხითაც გამორჩეულია და ოძლევა საშუალებას შეიქმნას კონკრეტულ მომხმარებელზე მორგებული, ექსკლუზიური დიზაინის მოდელები, როგორებიცაა: C-HR ჩერი და C-HR ლაიმი.

Toyota C HR- წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული ძრავითაც. თუ მომხმარებელი არჩევანს შეაჩერებს ჰიბრიდული ძრავის Toyota C HR-ზე ტოიოტა ცენტრი თეგეტა მას “მწვანე ბარათს” გადასცემს, რომლის მეშვეობითაც მყიდველი გახდება ტოიოტას “მწვანე გზის კლუბის” წევრები. რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, “აჯამეთის” ტყე-პარკში თქვენს სახელზე დაირგვება 1 ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. მომხმარებელი ასევე მიიღებს გამწვანების ვაუჩერს, რომლის საშუალებითაც შეძლებს შეარჩიოს სასურველი მცენარე სახლის ან ეზოს გასამწვანებლად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *