ტომ ჰენქსი ყველას მოუწოდებს კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალისტების რჩევებს მიჰყვნენ

ტომ ჰენქსი ყველას მოუწოდებს კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალისტების რჩევებს მიჰყვნენ

ოსკაროსანი მსახიობი ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. მათ ვირუსი ავსტრალიაში გადაღებების პერიოდში დაუდასტურდათ. როგორც წყვილი “ტვიტერზე“ წერს, ისინი იზოლაციაში არიან, რათა სხვა ადამიანებსაც არ გადაედოთ ვირუსი.

მსახიობები მადლობას უხდიან ავსტრალიელებს მხარდაჭერისთვის და მოუწოდებენ ყველას მიჰყვნენ ექსპერტების და სპეციალისტების რჩევებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ავსტრალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 120-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყნის მთავრობამ $11,4 მლრდ დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რაც ეკონომიკის მხარდაჭერისთვის დაიხარჯება ეპიდემიის პერიოდში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.