Nikkei Asia-ს ინფორმაციით, Toyota Motor Corp-ი და BMW სათბობელემენტიანი ელექტრომობილების (FCEV) წარმოებაზე ალიანსს განაახლებენ. მისივე ცნობით, კომპანიები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მომდევნო კვირაში მოაწერენ, ოფიციალური განცხადება კი 5 სექტემბერს გაკეთდება.
ავტომწარმოებელთა ნაწილი სათბობელემენტიანი ელექტრომობილებს მომავალი თაობის ეკოლოგიურ მოდელებად განიხილავს. ელექტროენერგია, რომელსაც ეს ავტომობილები მოიხმარენ, წყალბადის და ჟანგბადის ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიქმნება. შედეგად, მანქანები გამონაბოლქვის სახით მხოლოდ წყალს წარმოქმნიან.
სათბობელემენტიანი ავტომობილების წარმოების კუთხით კომპანიები 2012 წლიდან თანამშრომლობდნენ. პარტნიორობის ფარგლებში Toyota-ს როლი ძირითადად BMW-ისთვის ლიმიტირებული რაოდენობის კომპონენტების მიწოდებით შემოიფარგლებოდა. გამოცემის თანახმად, განახლებული პირობებით, BMW-ის ავტომობილებისთვის წამყვანი კომპონენტების მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზრდება. გერმანული ავტომწარმოებელი კი საკუთარი წარმოების EV-ტექნოლოგიას გამოიყენებს.
ცნობისთვის, Nikkei Asia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამ დრომდე ოფიციალურად არცერთ ავტომწარმოებელს დაუდასტურებია. „BMW-ჯგუფი და Toyota Motor Corporation- რამდენიმე წელია, სათბობელემენტიანი და სხვა ტექნოლოგიების განვითარებაზე თანამშრომლობენ. ჩვენი მიზანი ემისიების მინიმიზაციის მიზნის მიღწევის პროცესში, მომხმარებლებისთვის ახალი ალტერნატივების შეთავაზებაა“, – განაცხადა BMW-ის სპიკერმა.