ტრამპი ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ბუმია – CNN

ტრამპი ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ბუმია – CNN

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის კუთხით თავისი ადმინისტრაციის წარმატებას აქებს. ის არ ცრუობს, მაგრამ სრულ სიმართლესაც არ ამბობს. ამის შესახებ CNN წერს.

ფედერალური სარეზერვო სამსახურის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა, გასული კვირა კონგრესში ეკონომიკის აღდგენის შესახებ მოხსენების გაკეთებაში გაატარა. მისი გზავნილი – ეს გახლავთ ამბავი ორი ეკონომიკისა.

ფურცელზე, ეკონომიკა გაცილებით სწრაფად უბრუნდება ჩვეულ სვლას, ვიდრე ამას პაუელი ან სხვა ბევრი ეკონომისტი მოელოდა. გაზაფხულზე გამოცხადებულმა “ლოკდაუნმა“ 22 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი გააქრო ქვეყანაში, მაგრამ გაჩნდა ახალი 10,6 მილიონი სამუშაო ადგილი.

ამასთან, შეერთებული შტატების ერთიანი შიდა პროდუქტი (ეშპ) – ეკონომიკის ყველაზე ფართო მაჩვენებელი – მოსალოდნელია რომ 31,7%-ით შემობრუნდება. Atlanta Fed-ის GDP Now მოდელის მიხედვით, აშშ-ის ეშპ მესამე კვარტალში 32%-ით გაიზრდება.  

თუმცა, არსებობს ეკონომიკის სხვა მხარეც.

ბევრი მაღაზია კიდევ დაკეტილია. 11,5 მილიონამდე უმუშევარი ადამიანისათვის, რომლებმაც სამუშაო პანდემიის გამო დაკარგეს, არაფერი შეცვლილა. და შემდეგ კვირაში, თუ კონგრესი ფედერალურ დახმარებას არ გამოყოფს, 100,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი ავიაინდუსტრიაშიც გაქრება.

ამავდროულად, კონგრესის მიერ გაცემული სტიმულის ეფექტები ნელ-ნელა ქრება. ჩაურევლობა მდგომარეობას გაამწვავებს, რადგან COVID-19-ის შემთხვევები მსოფლიოს ზოგ ნაწილში კვლავ მატულობს.  

“რისკი ის გახლავთ, რომ ადამიანები უმუშევრობის მიუხედავად, ბანკში გადანახულ ფულს ხარჯავენ,“ – თქვა პაუელმა.

როდესაც თანხა გამოილევა, ადამიანებმა შესაძლოა დანახარჯები შეამცირონ, რაც პოტენციურად, ეკონომიკური აღდგენის პროცესს სერიოზულად დაარტყამს, რადგან მომხმარებელთა დანახარჯები ეკონომიკის ყველაზე დიდი მამოძრავებელი გახლავთ.

საცალო გაყიდვები, რომელიც ამერიკელთა მხარჯველობითი უნარის ერთ-ერთი საზომი, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. თუმცა, მონაცემთა გამოსწორების მიუხედავად, აღდგენის ტემპი შენელდა.

ფულადი სახსრების გამოლევის შიში

ერთი სავარაუდო ახსა გახლავთ, რომ უმუშევრობის დახმარება შემცირდა – დამატებითი $600 დოლარიანი დახმარება, პირველი სტიმულირების პროგრამის ნაწილი, ივლისში გამოილია და კონგრესი ახალ დახმარებათა პაკეტზე ჯერ ვერ შეთანხმდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა, განკარგულებას მოაწერა ხელი, რითაც შეღავათები ამჯერად $400-მდე შემცირდა კვირაში. ეს ყოველივე ფედერალურ გადაუდებელ დახმარებათა განმკარგველი სააგენტოს (იგივე FEMA) ბიუჯეტიდან თანხების გადამისამართებით გახდა შესაძლებელი. ფედერალურმა ორგანომ განაცხადა, რომ ზოგიერთმა შტატმა გადაუდებელ დახმარებათა რესურსები უკვე ამოწურა.  

ამავდროულად, ბიზნესები რომლებიც Paycheck Protection Program-ს (ხელფასთა დამცველი პროგრამა) იყენებენ ყველაზე უარესი თვეების გადასალახავად, ღელავენ რომ ფულადი სახსრები გამოელევათ.

ზემოხსენებული გამოწვევები, კონგრესის სწრაფი მოქმედების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

“ვფიქრობ, დამატებითი ფისკალური დახმარება საჭირო გახდება,“ – გაიმეორა პაუელმა სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს. თუმცა, აღდგენა, საბოლოოდ, პანდემიის განვითარებაზეა დამოკიდებული.  

Oxford Economics-ის ექსპერტებს კვლავ სჯერათ, რომ $1,5 ტრილიონიანი მორიგი მასტიმულირებელი პაკეტი 3 ნოემბრამდე, ანუ არჩევნებამდე გაიცემა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.