ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება გასამმაგდა

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება გასამმაგდა

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში Twitter-ის თანდამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ქონება გასამმაგდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯეკ დორსის ქონება, დაახლოებით, 240%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ამერიკული Forbes წერს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯეკ დორსის ამჟამინდელი ქონება 4.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნული რიცხვი შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა ტრამპის გაპრეზიდენტებამდე – 1.3 მილიარდი აშშ დოლარი. 

როგორც გამოცემა წერს, სოციალურ ქსელ Twitter-ის აქციებზე ფასი 105%-ით გაიზარდა და შედეგად დორსის წილმა კომპანიაში 275 მილიონიდან 610 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკ დორსის შემოსავლების მნიშველოვანი წილი ასევე მოდის კომპანია Square-ზე. Twitter-ის თანდამფუძნებელი ასევე Square-ის აღმასრულებელი დირექტორია და კომპანიაში 1 მილიარდიან წილს ფლობდა ტრამპის ინაგურაციამდე. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ დორდის წილის ღირებულებამ კომპანია Square-ში 3.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბიზნესმენის ქონების 80%-ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *