ტრამპის გოლფის კომპლექსებს ევროპაში მძიმე პერიოდი აქვს

ტრამპის გოლფის კომპლექსებს ევროპაში მძიმე პერიოდი აქვს

გასულ წელს დონალდ ტრამპის ევროპაში მდებარე გოლფის კომპლექსების შემოსავლები 60%-ზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

ტრამპის გოლფის მოედნები ევროპაში უკვე წლებია კრიზისშია. ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს გოლფის კლუბებმა დაახლოებით $90 მლნ იზარალა. თუმცა, მათ ისეთი კრიზისული წელი არასოდეს ჰქონიათ, როგორიც 2020 წელი იყო. ევროპაში მდებარე ტრამპის უძრავმა ქონებამ დაახლოებით 63%-იანი კლება განიცადა შემოსავლებში.

შოტლანდიაში მდებარე Trump Turnberry-ის გაყიდვები $25.7 მილიონიდან $10 მილიონამდე ჩამოვიდა. ირლანდიაში Trump Doonbeg-ის შემოსავლები $13.5 მილიონიდან $5 მილიონამდე შემცირდა. ხოლო შოტლანდიის ქალაქ აბერდინთან მდებარე უძრავი ქონების შემოსავლები $4.3 მილიონიდან $1.5 მილიონამდე ჩამოვიდა.

როგორც Forbes-ი წერს, ტრამპს ევროპაში ინვესტირების დაწყების წლიდანვე, არცისე სახარბიელო შემოსავლები ჰქონდა. კორონავირუსის პანდემიამდე მას უკვე დახარჯული ჰქონდა Turnberry-ის გოლფის კლუბზე $135 მილიონი, Doonbeg -ზე $30 მლნ, ხოლო აბერდინში $15.5 მილიონი.

ტრამპის მეოთხე გოლფის კლუბი მაიამიში მდებარეობს. მისი საქმეები პანდემიამდე კარგად მიდიოდა, თუმცა, გასულ წელს მისი შემოსავლებიც $77.2 მილიონიდან $45 მილიონამდე შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.