ტრენდი ნახშირბადის ნეიტრალურობაზე

ტრენდი ნახშირბადის ნეიტრალურობაზე

შარმ ელ-შეიხში ჩატარებულ COP27 კლიმატის სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმო გლობალური დათბობის ტემპის შემცირების ამოცანას. ამის გადასაჭრელად საჭიროა 2030 წლისთვის გლობალური სითბური აირების გამონაბოლქვის 50%-ით შემცირება და რამდენიმე ათწლეულის პერსპექტივაში ნულამდე მიყვანა. გლობალური დათბობის მთავარი მიზეზია სითბურის ეფექტი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დისბალანსისა და დედამიწის მიერ მისი შთანთქმის გამო. ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტრანსპორტი ატმოსფეროში უფრო მეტ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე პლანეტას გადამუშავება შეუძლია.

დარგების წვლილი CO2-ის გამოყოფაში

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ქვეყნებისა და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ამოცანა მდგომარეობს ნახშირბადის ნეიტრალურობის მიღწევაში – ბალანსისა, როდესაც CO2-ის ემისია არ აღემატება იმ მოცულობას, რომლის შთანთქმა შეუძლია დედამიწას.

ნახშირბადის მიმოქცევა ბუნებაში

ბევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა ნახშირბადის ნეიტრალურობის მიღწევის ვადები. მაგალითად, ჩინეთი, რომელზეც დღესდღეობით ნახშირორჟანგის საერთო გამონაბოლქვის მესამედი მოდის, გეგმავს, 2060 წელს ნულოვან დონეზე გასვლას.

ქვეყნების გეგმები ნახშირბადის ნეიტრალურობის მიღწევასთან დაკავშირებით

ნახშირბადის ნეიტრალურობაზე გადასვლის აუცილებლობას აღიარებენ არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურები, არამედ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიც. თავიანთი გეგმები კარბონნეიტრალურობის მიღწევასთან დაკავშირებით გაახმოვანა ისეთმა მსოფლიო ბრენდებმა, როგორიცაა Amazon-ი, Apple-ი, IKEA, Ford-ი, Microsoft-ი, PepsiCo, Sinopec და სხვადასხვა დარგის სხვა წარმომადგენლებმა. ჩინური ენერგეტიკული გიგანტი Sinopec-ი გეგმავს, მიაღწიოს ნახშირბადის ნეიტრალურობას ჩინეთზე 10 წლით ადრე წყალბადის ენერგიის წარმოების ხარჯზე.

ენერგეტიკულ კომპანიებს არ ჩამორჩებიან ავტომწარმოებლებიც. მაგალითად, ისტორიაში მეოთხე, ავტომობილების უდიდესი მწარმოებელი Ford-ი, გეგმავს, 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადის ნეიტრალურობას მომწოდებლების, თავისი ქარხნებისა და მათ მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ გამონაბოლქვის შემცირების ხარჯზე.

მათ არ ჩამორჩებიან IT კომპანიებიც. Microsoft-ი აპირებს 2030 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადის ემისიის უარყოფით დონეს, ხოლო 2050 წლისთვის მთლიანად აღმოფხვრას გამონაბოლქვის შედეგები მთელი პერიოდისთვის დაწყებული კომპანიის დაარსებიდან 1975 წელს. FMCG-ის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი – PepsiCo – 2030 წლისთვის შეამცირებს სითბური გაზების გამოყოფას 40%-ით, რაც 5 მილიონი მანქანის წლიური გამონაბოლქვის შესაბამისია. გამონაბოლქვის «ნულოვან დონეზე» გასვლას კომპანია გეგმავს დაასრულოს 2040 წლისთვის, რაც 10 წლით უსწრებს კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადას, რომელიც არეგულირებს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირების ზომებს.

PepsiCo- სითბური გაზების გამოყოფა

PepsiCo გეგმავს, CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებას რეგენერაციული მიწათმოქმედების განვითარების გზით, მათ შორის დაბალნახშირბადიანი სასუქებისა და ზუსტი მიწათმოქმედების ტექნოლოგიების გამოყენებით; მდგრადი მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებით – ისეთი ტრანსპორტის დანერგვის გზით, რომელსაც მინიმალური გამონაბოლქვი გააჩნია ან საერთოდ არა აქვს გამონაბოლქვი, განახლებადი ენერგიის წყაროებზე (გეწ) გადასვლით.

უკვე ახლა, PepsiCo-ს მიერ მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 70% წარმოადგენს «მწვანე» ენერგეტიკის პროდუქტს, რომელიც წარმოებულია განახლებადი ენერგიის წყაროების ხარჯზე.

«მწვანე» ენერგიის წილი PepsiCo- ენერგიის მთლიან მოხმარებაში

ამბიციურია კომპანიის მიზნები შეფუთვის სფეროშიც: სასმლის შეფუთვაში პირველადი პლასტმასის შემცირება, სნეკების შეფუთვისთვის გადამუშავებადი მასალის გამოყენება, მრავალჯერადი შეფუთვის მოდელებისა და დასაბრუნებელი ტარის გამოყენების განვითარება.

კომპანიამ ასეთი მიზნები გასულ წელს დაისახა, წარუდგინა რა მსოფლიოს PepsiCoPositive (pep+)-ის ბიზნესის გლობალური  ტრანსფორმაცია.

ნახშირბადის ნეიტრალურობის მისაღწევად, თითოეულმა ქვეყანამ და კომპანიამ უნდა მოახდინოს საკუთარი ნახშირბად-საკომპენსაციო პროექტების რეალიზაცია. სწორედ პაზლების ამ ნაწილებიდან საბოლოო ჯამში უნდა შეიქმნას მომავლის სურათი, რომლის საფუძველიც უნდა გახდეს CO2 გამონაბოლქვის ნულოვანი ეკონომიკა და პლანეტის გადარჩენა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *