წლის გამარჯვებულები და დამარცხებულები

წლის გამარჯვებულები და დამარცხებულები

2018 წელი ინვესტორებისთვის დინამიური აღმოჩნდა – მსოფლიო ბირჟებმა, BREXIT-დან დაწყებული ჩინეთ-ამერიკას შორის სავაჭრო ომით დასრულებული, არაერთი “შოკი” განიცადეს. ამ ყველაფერმა გავლენა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებზეც მოახდინა, მათმა ნაწილმა მილიარდობით დოლარი დაკარგა, ნაწილმა კი ქონების მილიარდობით დოლარით გაზრდა შეძლო. Forbes 2018 წლის გამარჯვებულებისა და დამარცხებულების სიას აქვეყნებს:

წლის გამარჯვებულები:

ჯეფ ბეზოსი

ქონება: $126.2 მილიარდი
წლიური ზრდა: $27.9 მილიარდი
ბეზოსის ქონება მისი მთავარი აქტივის Amazon-ის აქციების ფასს უკავშირდება. კომპანიამ წლის მეორე კვარტალში რეკორდული შემოსავალი მიიღო, აქციების ფასი კი წლის დასაწყისიდან 30%-ით გაიზარდა.

ტადაშ იანაი

ქონება: $27.1 მილიარდი
წლიური ზრდა: $7 მილიარდი
იაპონელი ბიზნესმენის ქონების ზრდა მის კომპანიას Fast Retailing-ს უკავშირდება. კომპანიის შვილობილმა Uniqlo-მ, რომელიც ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელისა და აქსესუარების რეალიზებითაა დაკავებული, წელს გაყიდვების რეკორდული ზრდა აჩვენა.

ვაგიტ ალეკპეროვი

ქონება: $19.5 მილიარდი
წლიური ზრდა: $4.6 მილიარდი
Lukoil-ის CEO-ს ქონების ზრდა ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ფასების ცვლილებას და რუბლის დასუსტებას უკავშირდება, რისი დამსახურებითაც კომპანიის აქციების ფასი 29%-ზე მეტად გაიზარდა.

წლის დამარცხებულები

მარკ ცუკერბერგი

ქონება: $52.5 მილიარდი
წლიური დანაკარგი: $18.7 მილიარდი
ზაფხულში, კომპანიის მეორე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებისთანავე Facebook-ის აქციების ფასი 19%-ით, ხოლო ცუკერბერგის ქონება კი $15.4 მილიარდით შემცირდა. თუმცა ცუკერბერგის ქონებაზე მხოლოდ ამ ფაქტს არ მოუხდენია გავლენა: სკანდალმა პერსონალური მონაცემების გამჟღავნებასთან დაკავშირებით და ცუკერბერგის კონგრესში დაბარებამ, ის „წლის წაგებულების“ სიაში პირველ ადგილზე მოაქცია.

ამანსიო ორტეგა

ქონება: $59.6 მილიარდი
წლიური დანაკარგი: $16.2 მილიარდი
ორტეგას ქონების შემცირება მისი კომპანიის Inditex-ს ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. კომპანია ორტეგამ 1975 წელს დაარსა და სწორედ ამ კომპანიაში შედის ZARA-ს ბრენდი.

ჯორჯ შაეფლერი

ქონება: $12.4 მილიარდი
წლიური დანაკარგი: $14 მილიარდი
Schaeffler Auto-ს თანამფლობელის ქონება მას შემდეგ შემცირდა, რაც ჩინეთსა და ევროპაში კომპანიის ავტომობილების რეალიზებამ იკლო. წლიურად კომპანიის აქციების ფასი 46%-ით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *