ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2018 წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე გასული აბიტურიენტების დაახლოებით 70%-მა ჩააბარა.
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, საქართველოში არსებულ 623 საბაკალავრო პროგრამას შორის, პირველი არჩევანით კონკურსის რეიტინგში პირველ ადგილზე ილიაუნის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამაა – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 15; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 131; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 8.73.
მეორე ადგილზე თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობები მოხვდა, სადაც ბაკალავრებისთვის 70 ვაკანტური ადგილი იყო, პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა 449-ს შეადგენდა, ხოლო კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 6.4 იყო.
მესამე ადგილზე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო უსაფრთხოების პროგრამაა: 20 ვაკანტური ადგილით, პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობით 86; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 4.3.
მეოთხე ადგილზე თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტია. ვაკანტური ადგილების რაოდენობა 75; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა 301, ხოლო კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 4.04.
მეხუთე ადგილზეა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი (ბათუმი), სადაც 75 ვაკანტური ადგილი იყო, პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობამ 297 შეადგინა, ხოლო კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 3.9 იყო.
მეექვსე ადგილს ილიაუნის ქართული ფილოლოგია იკავებს – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 90; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 329; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.66.
მეშვიდე ადგილზე ილიაუნის ბიოლოგიის ფაკულტეტია – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 55; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 201; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.65.
მერვე ადგილს იკავებს საზღვაო აკადემიის საზღვაო ნავიგაციის ფაკულტეტი – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 175; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 624; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.56.
მეცხრე ადგილზეა სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის პროგრამა – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 12; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 43; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.5.
ათეულს ასრულებს თსუ-ს ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა – ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 25; პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 85; კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე: 3.4
პირველი არჩევანით კონკურსი ითვლება შემდეგი პრინციპით: პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობრივი მაჩვენებელი გაყოფილი უმაღლესი სასწავლებლის მიერ საბაკალავრო საფეხურზე/კონკრეტულ საბაკალავრო პროგრამაზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაზე.
რაც შეეხება პროგრამებს, რომელიც პირველი შემოხაზვის მიხედვით, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია, პირველი ხუთეული შემდეგია: ილიაუნის ბიზნესის ადმინისტრირება – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 2095; ილიაუნის მეცნიერებისა და ხელოვნების საბაკალავრო პროგრამები – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 2005; თსუ-ს სამართლის პროგრამა – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1215. სტუ-ს სამშენებლო პროგრამა – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1044. ილიაუნის სამართლის პროგრამა – პირველ ადგილზე შემოხაზვების რაოდენობა: 1046.
საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტია, რომელსაც წელს საბაკალავრო საფეხურზე 546 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული; პირველ პრიორიტეტად 1069-მა აბიტურიენტმა აირჩია და პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე კონკურსი 1.96 იყო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალვრო პროგრამებზე წელს 3847 ვაკანტური ადგილი ჰქონდა გამოცხადებული; პირველ ადგილზე ილიაუნის საბაკალავრო პროგრამები 6579-მა აბიტურიენტმა აირჩია. ამრიგად, კონკურსი პირველი არჩევანის მიხედვით ერთ ადგილზე 1.92 იყო, რაც 0.04-ით ნაკლებია თავისუფალი უნივერსიტეტის მაჩვენებელზე.