საქართველოს სახელმწიფო ვალი 17 მილიარდი ლარია

საქართველოს სახელმწიფო ვალი 17 მილიარდი ლარია

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 756 მლნ ლარით გაიზარდა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი იგივე დარჩა, მაგრამ აგვისტოში ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 686 მლნ ლარით გაიზარდა. აგვისტოში საშინაო სახელმწიფო ვალი 70 მლნ ლარით გაიზარდა.

2017 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო ვალი 15.5 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით კი 1.5 მილიარდი ლარით მეტი, 17 მილიარდი ლარია. აქედან, საგარეო სახელმწიფო ვალი 13.3 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.7 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 71% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.8 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 720 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 545 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 42.5%-ია. 2017 წლის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.7%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

გრაფიკი: საქართველოს სახელმწიფო ვალი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.