წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები

წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები

Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა.

რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება.

Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის დამთავრების შემდეგ საფინანსო სექტორში ყველაზე სწრაფად საქმდებიან, თუმცა ყველაზე მაღალი ანაზღაურება Stanford -ის კურსდამთავრებულებს აქვთ.
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია:

Harvard – უნივერსიტეტი სიის სათავეშია, თუმცა მას მეორე ადგილი უკავია კურსდამთავრებულთა ანაზღაურების მაჩვენებლით, ხოლო დასაქმებით 35-ე.

Pennsylvania – უნივერსიტეტმა წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა, კურსდამთავრებულთა ანაზაურების მაჩვენებლით კი უნივერსიტეტი მესამე ადგილს იკავებს, მათი დასაქმების მაჩვენებლით მეექვსეს.

MIT – უნივერსიტეტი სიაში მესამე პოზციაზე დაწინაურდა, ანაზღაურების კრიტერიუმით ის მეექვსე ადგილზეა, თუმცა დასაქმების მაჩვენებლით მეოცეზე.

Chicago (Booth) – უნივერსიტეტმა წელს უკვე მეორედ სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა; ანაზრაურების კრიტერიუმით ის მეოთხე პოზიციაზეა, დასამქების მაჩვენებლით კი მერვეზე.

Stanford – უნივერსიტეტი წლევანდელ რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, მას 100 ქულიანი სისტემიდან ჯამში 89 ქულა აქვს მიღებული.

Duke (Fuqua) – უნივერსტეტის პოზიცია წელს გაუარესდა და მან მეექვსე ადგილი დაიკავა სიაში 89 ქულით.

Dartmouth (Tuck) – უნივერსიტეტი მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა. ის ანაზღაურების მაჩვენებლით მეცხრე ადგილზეა, დასაქმებით კი მეოთხეზე.

Northwestern (Kellogg) – წელს ამერიკული უნივერსიტეტი მერვე ადგილზეა. წინა წელთან შედარებით მისი პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა, სარეიტინგო ქულა კი 100-დან 87,9-აა.

Columbia – უნივერსიტეტი რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა 87.1 ქულით.

Rice (Jones) – ათეულის ბოლოს Rice უნივერსიტეტი მოხვდა, რომლის პოზიციაც წელს 2 პუნქტით გაუარესდა.

რეიტინგის მიხედვით, Harvard-ის კურსდამთავრებულთა 90% სწავლის დასრულებიდან 3 თვეში საქმდება. დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ევრპაში კი მისი წილი მხოლოდ 4,3%-ია. საფინანსო სექტორში ჰარვარდის კურსდამთავრებულთა 27% საქმდება, ხოლო 24% საკონსულტაციო სფეროში, 18% დასაქმებისთვის ტექნოლოგიურ სფეროს ირჩევს.

Bloomberg ამერიკის საუკეთესო MBA პროგრამებს 1988 წლიდან აფასებს. რეიტინგის შედგენისას იყენებენ როგორც კურსდამთავრებულთა მოსაზრებებს, ასევე მათი დამსაქმებლების შეფასებებსაც. მიმდინარე წელს დასაქმებულები მსოფლიოს 400-მა კომპანიამ შეაფასა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.