მარკ ცუკერბერგმა მას შემდეგ, რაც მსხვილმა კომპანიებმა Facebook-ზე რეკლამის განთავსებას ბოიკოტი გამოუცხადეს, $7 მილიარდი დაკარგა. მისი ქონება ამჟამად Bloomberg-ის მონაცემებით, $82.3 მილიარდს შეადგენს.
გარდა ამისა, გასული პარასკევის მონაცემებით, Facebook-ის აქციები 8,3%-ით დაეცა.
Facebook-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა Verizon-მა, Unilever-მა, Hershey-მ და სხვა კომპანიებმაც. მათ სოციალურ ქსელს სიძულვილის ენის გავრცელებაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, Coca-Cola-ში განაცხადეს, რომ ისინი მინიმუმ 1 თვით აჩერებენ რეკლამირებას ყველა სოციალურ ქსელში. თუმცა, ეს არ არის ბოიკოტის ნაწილი.
როდემდე გაგრძელდება ბოიკოტირება და საბოლოოდ რა დაუჯდება ეს ცუკერბერგს, ეს ალბათ უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.