Access to Advanced Health Institute-ის (AAHI) მკვლევართა მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ მიერ შექმნილმა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინამ კლინიკური ცდის ადრეულ ეტაპზე დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. კვლევის შედეგები Nature Communications-ში გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ამ ვაქცინის ლიოფილიზაცია და მაღალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 37°C-ზე, რამდენიმე თვის განმავლობაში შენახვაა შესაძლებელი.
AAHI-ის მკვლევართა ძალისხმევა მიმართულია მსოფლიოში მეორე ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთანავე, ვაქცინების ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი დაბრკოლების დასაძლევად ნაკლებად მდიდარ ქვეყნებში.
მკვლევართა მიერ ჩატარებული ცდის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალი ვაქცინა უსაფრთხოა და მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადობით გამოირჩევა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ვაქცინამ ანტისხეულების საპასუხო რეაქცია წარმატებით გამოიწვია. ვაქცინის ტემპერატურულად სტაბილურმა ვერსიამ, ასევე გამოიმუშავა სისხლში ანტისხეულების უფრო მაღალი დონე, წინა, არასტაბილურ ვერსიასთან შედარებით.
ამის მიუხედავად, მკვლევრები აცხადებენ, რომ ეს შედეგები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, თუ რომელი ვაქცინა უზრუნველყოფს უფრო ძლიერ დაცვას ტუბერკულოზისგან, საკმარისი არ არის. შესაბამისად, ისინი კვლევების გაგრძელებას აანონსებენ.