Twitter -ი აპირებს $1 მლნ-ს ოდენობის დონაციას ჟურნალისტიკის დასახმარებლად

Twitter -ი აპირებს $1 მლნ-ს ოდენობის დონაციას ჟურნალისტიკის დასახმარებლად

Twitter -ი აპირებს $1 მლნ-ის დონაციას ჟურნალისტიკის დასახმარებლად კორონავირუსის პანდემიის გამო. კერძოდ, სოციალურ ქსელში აცხადებენ, რომ თანხას თანაბარად გაუნაწილებენ ორ ორგანიზაციას – ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს (CJP) და საერთაშორისო ქალების მედიაფონდს (IWMF). დონაციის მიზანს განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების დახმარება წარმოადგენს, რომლებიც კორონავირუსის თემებს აშუქებენ.

სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალი ჟურნალისტების მუშაობის მხარდაჭერისა და ზოგადად ყველა ჟურნალისტის დაცვის თვალსაზრისით, რომლებიც რთულ გარემოში და რთულ თემებზე მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ი არ არის პირველი სოციალური მედიაორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტების დახმარების მიზნით დონაციის შესახებ აცხადებს. გასულ კვირას Facebook-მა განაცხადა, რომ $1 მლნ დოლარს გაადაურიცხავს ახალი ამბების ორგანიზაციებს, რომლებიც კორონავირუსის თემას აშუქებენ და ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.