Uber-ი ბრიტანეთში McDonald's-ის საკვების მიწოდების სერვისზე მონოპოლიას კარგავს

Uber-ი ბრიტანეთში McDonald's-ის საკვების მიწოდების სერვისზე მონოპოლიას კარგავს

Uber Eats-ი კარგავს ექსკლუზიურ უფლებას McDonald’s-ის საკვების მიწოდების სერვისზე ბრიტანეთში. კომპანია McDonald’s-ის დაახლოებით 15 მილიონ შეკვეთას ასრულებდა წელიწადში. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

McDonald’s-ის მეორე პარტნიორი საკვების მიწოდების სერვისების სფეროში Just Eat-ი გახდება, რომელიც, თავის მხრივ, Uber Eats-ის ყველაზე დიდი კონკურენტია.

როგორც ჯოზეფ ბარნეტ-ლემბი, Credit Suisse-ის ანალიტიკოსი აცხადებს, Uber Eats-ისთვის McDonald’s-ის საკვების მიწოდების სერვისზე მონოპოლიის დაკარგვა, კომპანიისთვის დიდი დარტყმაა. საკვების მიწოდების კომპანია ბრიტანეთში წლიურად დაახლოებით 30 მილიონ შეკვეთას ემსახურება და აქედან McDonald’s-ზე ნახევარი მოდიოდა.

McDonald’s-ის დიდი ბრიტანეთის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ პომროიმ აღნიშნა, რომ Uber Eats-თან პარტნიორობა “ძალიან წარმატებული” იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მოხარულები არიან 2020 წელს Just Eat-თან თანამშრომლობით, როგორც სერვისის კიდევ ერთ მიმწოდებელთან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარა ხოსროშაჰიმ თქვა, რომ Uber Eats გამოვა ისეთი ბაზრებიდან, სადაც ის ვერ შეძლებს პირველი ან მეორე პოზიციის შენარჩუნებას. გასულ კვირას Uber-მა განაცხადა, რომ კომპანია საკვების მიწოდების ბიზნესს ინდოეთში კომპანიის ადგილობრივ კონკურენტს მიჰყიდის.

აღსანიშნავია, რომ Just Eat ბრიტანეთში საკვების მიწოდების ყველაზე დიდი ოპერატორია და 2018 წელს 123 მილიონ შეკვეთას მოემსახურა.

წყარო: CNN

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *