Fitch: კორონავირუსის უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე შეიძლება შერბილდეს ფინანსური ბუფერებით

Fitch: კორონავირუსის უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე შეიძლება შერბილდეს ფინანსური ბუფერებით

გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი ეკონომიკაზე ვუჰანის კორონავირუსის შედეგებს პროგნოზირებს. როგორც სააგენტო აცხადებს, კორონავირუსს მნიშვნელოფანი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკაზე, მაგრამ ზუსტ შედეგებზე საუბარი Fitch Ratings-ს მოცემულ მომენტში უჭირს და ყველაფერი ეპიდემიის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. 

Fitch Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, თუკი მოვლენები მიმდინარე სცენარით განვითარდბა ყველაზე მეტად მოგზაურობასთან და ტურიზმთან დაკავშირებული კომპანიები დაზარალდებიან. მართალია. დიდ კომპანიებს აქვთ დამატებითი ბუფერები კრიტიკული სიტუაციის მართვისთვის, მაგრამ ისინიც უძლურნი იქნებიან, თუკი ვირუსი გაურკვეველი ვადით გახანგრძლივდება.

განსაკუთრებული რისკის ქვეშაა ტაილანდი, ვიეტნამი და სინგაპური. ამ ქვეყნების შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტურიზმიდან მოდის. 

ასევე ეკონომიკური ზარალის თვალსაზრსით, რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნება გლობალური ავიახაზები, გართობისა და დასვენების სექტორი, ანუ ისეთი სექტორები, რომლებზეც მომხმარებელთა ქცევა პირდაპირ ახდენს გავლენას. ჩინეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული კარანტინის გაფართოებამ და ადგილობრივ ახალ წელთან დაკავშირებული უქმე დღეების გაგრძელებამ შესაძლოა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 0,5%-ით შეამციროს.

თუკი დაავადება განსაკუთრებულ მასშტაბებს არ მიიღებს და შედარებით ხანმოკლე იქნება, კომპანიებისთვის და კორპორაციებისთვის Fitch-ის მიერ მინიჭებულ რეტინგებზე სავარაუდოდ გავლენა არ ექნება.

Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ჩინეთის მთავრობა აქტიურად არიან ჩართულები ვირუსის გავრცელების კონტროლის მექანზმში: მგზავრების შემოწმება ხდება აეროპორტებში, ჩაიკეტა საბაჟო გამშვები პუნქტები, შეიზღუდა ავიამიმოსვლა.

როგორც Fitch-ი აღნიშნავს, კორონავირუსის უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე შეიძლება შერბილებულ იქნას ფინანსური ბუფერებით და სხვა მაკროეკონომიკური რისკების შემცირებით, მაგალითად, როგორიც არის პირველი სავაჭრო ხელშეკურლების გაფორმება აშშ-სა და ჩინეთს შორის.

წყარო: Fitch Ratings

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.