საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა.
2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 48.1%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.8%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.6%).
2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასები გაიზარდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.4%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8%-ით.
თბილისის უბნებში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში ერთი კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება ასეთია:
მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით, ახალაშენებული ბინების სეგმენტში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება კი ამგვარია: