უკრაინის ენერგომარეგულირებელმა უწყებამ ელექტროენერგიის რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტზე მაისში დაწესებული აკრძალვა პირველ ნოემბრამდე გაახანგრძლივა.
ენერგო- და კომუნალური რესურსების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედიასაშუალება Ukrinform-ის კორესპონდენტს 29 სექტემბერს შეატყობინა.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ 26 მაისიდან 23 სექტემბრამდე შუალედში უკრაინის ენერგო- და კომუნალური რესურსების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას არ მიუღია რელევანტური აპელაცია იმის შესახებ, თუ სახელმწიფო საჭიროებს ელექტროენერგიის იმპორტის გაგრძელებას ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც ენერგოსაზოგადოების წევრები არ არიან.
აღნიშნული აკრძალვა კანონის სახით ძალაში 2021 წლის 15 მაისს შევიდა. მას შემდეგ კი, გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირების შესახებ კანონის შესაცვლელად, უკრაინის ენერგო- და კომუნალური რესურსების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის ყოველდღიურ და ყოველთვიურ აუქციონებზე შეზღუდვები დააწესა. კერძოდ კი უწყებამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ამ აუქციონებისათვის გამოყოფილი გამტარუნარიანობა.
შეგახსენებთ, რომ მაისში დადებული აკრძალვა ძალაში მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე იყო.