„ენთები“ წამყვანი ბუღალტრული კომპანიაა, რომელიც 8 წელზე მეტია, კლიენტ კომპანიებს სწრაფ, მარტივ და ხელმისაწვდომ ბუღალტრულ და საგადასახადო მომსახურებას სთავაზობს.
ამ წლის ივლისში „ენთების“ მუდმივი კლიენტი კომპანიების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ენთები“ ყოველთვიურად 500-ზე მეტ ბიზნესს უწევს მომსახურებას, მათ შორის ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორიცაა ლივინგსტონი, ვაზისუბნის მამული, ბარმაგლოტი, მადამ კოკო, ქარდილი, On.ge, ჩიკორი, იკანო, დაინჰოლი, გიფერი, და სხვა.
რამ განაპირობა 500-ზე მეტი კომპანიის ნდობა „ენთების“ მიმართ?
„ენთები“ ერთმნიშვნელოვნად თანამედროვე კომპანიაა, რომელსაც დანერგილი აქვს კლიენტის მომსახურებისა და კმაყოფილების უზრუნველყოფის უმაღლესი სტანდარტები. „ენთები“ იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მეთოდოლოგიებს. თითოეული კლიენტი კომპანიის ბუღალტერია ხარისხის სამ დონიან კონტროლს გადის. ბუღალტრულ აღრიცხვასა და საგადასახადო დეკლარაციების სიზუსტეს ამოწმებს მთავარი ბუღალტერი, საგადასახადო აუდიტორი და ფინანსური ანალიტიკოსი. შედეგად, ბუღალტერია მუდმივად გამართულია, მოწესრიგებულია და შეცდომების რისკი მინიმუმზეა დაყვანილი.
„ენთების“ ორგანიზაციული კულტურა აგებულია კლიენტი კომპანიების ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და მათთვის თანამედროვე და სანდო მომსახურების მიწოდებაზე. სერვისის დონეს უზრუნველყოფენ ახალგაზრდა და ენერგიული პროფესიონალები, რომლებიც ევროპული სტანდარტების მომსახურებას ქმნიან. შედეგად, გარე კვლევებით, რომლებიც წელიწადში ორჯერ ტარდება, კლიენტი კომპანიების 90%-ზე მეტი „ძალიან კმაყოფილია“ „ენთების“ მომსახურებით.
ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ „ენთები“ დამკვიდრებულია, როგორც ოქროს სტანდარტი ბუღალტრული სერვისების ბაზარზე და როდესაც კომპანია განიხილავს მისი ბუღალტერიის აუთსორსზე გატანას, პირველი სწორედ „ენთები“ ახსენდება. შედეგად, „ენთები“ ყველაზე დიდი რაოდენობის კომპანიებს ემსახურება ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა საბუღალტრო კომპანიას შორის.
რატომ არის ბუღალტრული მომსახურების აუთსორსი ამდენად პოპულარული?
მაინც, რა არის მიზეზი, რატომაც კომპანიები სულ უფრო და უფრო მეტად იხრებიან ბუღალტრული მომსახურების აუთსორსისკენ? ეს ტენდენცია დასავლურ ქვეყნებში ბევრად ადრე დაიწყო და განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა 90-იანი წლებიდან დაწყებული, როცა პიტერ დრუკერმა, რომელიც ხშირად მენეჯმენტ კონსალტინგის სფეროს უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნევა, თქვა შემდეგი ფრაზა: “Do what you do best and outsource the rest”, რომლის თარგმანია „აკეთე ის, რაც საუკეთესოდ გამოგდის და დანარჩენი აუთსორსზე გაიტანე“. დღევანდელ დღეს ეს წინადადება ბიზნესსამყაროს ერთ-ერთი ცნობილი და გავრცელებული ფილოსოფიაა. იდეა ამის უკან არის მარტივი: როდესაც კომპანია აკეთებს საქმეს, რომელიც არ არის მისი ძირითადი საქმიანობა, მას ნაკლები დრო რჩება მისი ძირითადი საქმიანობისთვის. ამავე დროს მას ეს დამატებითი საქმე არ გამოსდის ისე ეფექტიანად და ხარისხიანად, როგორც ეს ამ საქმის პროფესიონალს გამოუვიდოდა. ბუღალტერიისა და საგადასახადო მომსახურების შემთხვევაშიც ასეა: კომპანია, რომელიც მაგალითად პროგრამირების სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს, თუ ეცდება, რომ საკუთარი კომპანიის ბუღალტერიაც თავადვე აკეთოს, ხშირ შემთხვევაში აღმოაჩენს, რომ მისი აღრიცხვა მუდამ მოუწესრიგებელია, შეიცავს საგადასახადო რისკებს და ვერ ხერხდება შიდა ბუღალტრის საქმიანობის სათანადო კონტროლი. როგორც „ენთებიში“ აღნიშნავენ, ბუღალტერიის შიდა რესურსებით კეთება ხშირად იმდენად არაეფექტიანია, რამდენადაც თანამშრომლების სამუშაო სკამებისა და მაგიდების შიდა რესურსებით დამზადება საოფისე ავეჯის მომწოდებელი კომპანიისგან შეძენის ნაცვლად. უფრო მეტიც, ბუღალტერიის სფეროში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის იმდენად დიდია იმის რისკი, რომ ვერ გააკონტროლოს შიდა ბუღალტრის მიერ განხორციელებული ბუღალტერიის ხარისხი, რომ შეცდომების, საგადასახადო ჯარიმებისა და საურავების ალბათობა მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ დონეს.
ბუღალტერიის აუთსორსზე გატანით, კომპანია იძენს სანდო პარტნიორს ამ მიმართულებით და იღებს წვდომას არა მხოლოდ ბუღალტერზე, არამედ საგადასახადო ექსპერტზე და ფინანსურ ანალიტიკოსზე, რომელთაც სხვადასხვა სპეციალიზაცია გააჩნიათ და მზად არიან საკუთარი ცოდნა კომპანიის ინტერესების დაცვას მოახმარონ. S