უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის $4.6 მილიარდის აქციები გაიღო

უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის $4.6 მილიარდის აქციები გაიღო

ცნობილმა ამერიკელმა ინვესტორმა და ფილანთროპმა, უორენ ბაფეტმა ახლახან ქველმოქმედებისთვის Berkshire Hathaway-ს 4.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები გაიღო.

როგორც ცნობილია, “B” ტიპის 13.7 მილიონი აქცია ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გადანაწილდა. მათ შორის დაახლოებით 10.5 მილიონი აქცია ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს გადაეცა, 1 მილიონზე ცოტა მეტი აქცია – სუზან ტომპსონ ბაფეტის ფონდს, გარდა ამისა შერვუდის, ჰოვარდ ბაფეტისა და ნოვო ფონდს, თითოეულს, დაახლოებით 732,000 აქცია.

აღსანიშნავია, რომ 91 წლის ინვესტორი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და აქტიური ფილანთროპია. უორენ ბაფეტი გეგმავს, რომ გარდაცვალების შემდეგ საკუთარი ქონება, რომელიც Forbes-ის შეფასებით ამჟამად $117 მილიარდს აჭარბებს, ფილანთროპიული მიზნებისთვის გაიღოს და აქტივების 99% საქველმოქმედო ფონდებს შესწიროს.

გასაკვირი არ არის, რომ ამერიკის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედების 2023 წლის რეიტინგი, რომელიც Forbes-მა შეადგინა, ბაფეტი პირველ ადგილს იკავებს. მის მიერ სიცოცხლის განმავლობაში გაღებული თანხა, ბოლო შემოწირულების წყალობით, 55 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

ცნობისთვის, „ომაჰელი ორაკული“ Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მოცემული დროისთვის მეექვსე ადგილს იკავებს.