ვან გოგის მიერ აკვარელით შესრულებული ნახატი რეკორდულ,  $35.8 მილიონად გაიყიდა

ვან გოგის მიერ აკვარელით შესრულებული ნახატი რეკორდულ,  $35.8 მილიონად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის მიერ აკვარელით შესრულებული ნახატი სახელწოდებით “Meules de blé” Christie’s-ის  აუქციონზე 35.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც ნიდერლანდელი ფერმწერის მიერ ქაღალდზე დახატულ ნამუშევარში ოდესმე გადაუხდიათ.

„თივის ზვინები“ ხორბლის მკისადმი მიძღვნილ ნამუშევრების სერიაში შემავალი ერთ-ერთი ნახატია, რომელიც ვან გოგმა 1888 წლის ივნისში, სამხრეთ საფრანგეთში, არლში ცხოვრების დროს დახატა. აღსანიშნავია, რომ ფერმწერმა ამ მხარეს აკვარელით შესრულებული ასზე მეტი ხელოვნების ნიმუში უძღვნა. სწორედ არლში აპირებდა ვან გოგი პოსტიმპრესიონისტ მხატვარ პოლ გოგენთან ერთად „მხატვართა კოლონიის“ შექმნას, თუმცა მისი გეგმები ჩაიშალა.

ნამუშევარი 1913 წელს გერმანიაში მცხოვრებმა ებრაული წარმოშობის მეწარმემ, მაქს მეიროვსკიმ შეიძინა. 1938 წელს მან ნახატი გაყიდა და თანხა ოჯახის ქვეყნიდან გასაქცევად გამოიყენა, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში ებრაელების დევნა დაიწყო. იმ დროისთვის, როდესაც ნაცისტები პარიზში შეიჭრნენ, ნამუშევარს ალექსანდრინ დე როტშილდი ფლობდა. ეს უკანასკნელი მდიდარი ებრაული ოჯახის ბანკის ფრანგული ფილიალის წევრი იყო.

ნაცისტებმა როტშილდს “Meules de blé” ჩამოართვეს. ნახატი 1978 წლამდე დაკარგულად მიიჩნეოდა, ვიდრე მას  ტეხასელი ნავთობმაგნატი ედვინ კოქსი შეიძენდა. Christie’s-ის სააუქციონო სახლი მეიროვსკის, როტშილდისა და კოქსის მემკვიდრეებს გარიგების მიღწევასა და ხელოვნების ნიმუშის გაყიდვაში დაეხმარა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *