Virgin Galactic-ის კოსმოსური ვოიაჟების ბილეთები საჯაროდ გაიყიდება

Virgin Galactic-ის კოსმოსური ვოიაჟების ბილეთები საჯაროდ გაიყიდება

ამიერიდან ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანიის, Virgin Galactic-ის კოსმოსური ვოიაჟების ბილეთები საჯაროდ გაიყიდება: ერთი ბილეთი $450 ათასი ეღირება და მგზავრებს ამ თანხის გადახდა ორ ნაწილად მოუწევთ – $150 ათასი დეპოზიტის სახით და $300 ათასი უშუალოდ ფრენის წინ. Virgin Galactic-ის ერთ-ერთ ფრენაზე დასასწრებად მგზავრებმა სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია.

თუმცაკი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მგზავრი ბილეთს დღესვე იყიდის, შესაძლოა კოსმოსში გაფრენა მან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხოს. საქმე ისაა, რომ გასული წლის სექტემბერში კომპანიის თვითმფრინავებში ერთგვარი დეფექტი აღმოაჩინეს, რომლის გამო, Virgin-ის გადაწყვეტილებით, კომერციული ფრენების დაწყების სავარაუდო თარიღად 2022 წლის ბოლო დასახელდა.

ამასთანავე, კოსმოსურ ვოიაჟს 600-მდე ადამიანი უკვე ელოდება –  მათ  ბილეთები ჯერ კიდევ გაყიდვების პირველი რაუნდის დროს თითქმის ათი წლის წინ შეიძინეს, $250 ათასად.

საერთო ჯამში, ამ წუთისთვის, კოსმოსური ვოიჟის მომლოდინეთა სიაში დაახლოებით 700 ადამიანი ირიცხება. თუმცა ეს რიცხვი მაინც უფრო მცირეა იმ მიზანზე, რომელიც კომპანიამ საკუთარ თანამშრომლებს დაუწესა – Virgin Galactic-ს სურს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის, 1000 ბილეთი ჰქონდეს გაყიდული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.