Visa მხარს უჭერს უსაფრთხო უნაღდო გადახდების დანერგვას საქართველოში

Visa მხარს უჭერს უსაფრთხო უნაღდო გადახდების დანერგვას საქართველოში

დღეს, 26 დეკემბერს, Visa-მ საქართველოში Visa Token სერვისის დაწყების შესახებ განაცხადა; ეს ინოვაციური ტექნოლოგია უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას და ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას ელექტრონული კომერციისა და მობილური ტელეფონით გადახდის სფეროში. პირველად საქართველოში Visa Token სერვისი, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით დაინერგა.

Visa Token სერვისი საბანკო ბარათებზე მოცემულ ანგარიშსწორების ნომერს უნიკალური ციფრული იდენტიფიკატორით, ტოკენით ჩაანაცვლებს. იმის გამო, რომ ტოკენი არ შეიცავს მომხმარებლის ანგარიშის ისეთ დეტალებს, როგორიცაა16-ციფრიანი უნიკალური საბარათე ნომერი, მისი უსაფრთხოდ დარეგისტრირება შესაძლებელია ონლაინ სავაჭრო ობიექტებთან და მობილურ მოწყობილობებში; რაც ელექტრონულ კომერციასა და მობილური გადახდების განხორციელებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ამ ახალი მომსახურების გამოსაყენებლად Visa-ს ბარათის მფლობელებმა უნდა იქონიონ NFC-ის (<Near field communication>) მქონე მობილური მოწყობილობები, რომელიც იყენებს Android-ის საოპერაციო სისტემას (4.4 ან შემდგომი ვერსია).

“სულ უფრო იზრდება მომხმარებელთა მიერ ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი. ციფრული კავშირების ზრდა თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას, შესაბამისად არც გადახდები წარმოადგენს გამონაკლისს. ეს პროცესები მნიშვნელოვნად გარდაქმნის მომხმარებელთა სავაჭრო გამოცდილებას და მათ სხვადასხვა საშუალებას სთავაზობს,  განახორციელონ გადახდები, როგორც ონლაინ ისე ოფლაინ რეჟიმში” – განაცხადა უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა დიმიტრო კრეპაკმა. “Visa Token სერვისის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია თავდაჯერებულად შეასრულოს ტრანზაქცია ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით. საქართველოში,Visa-ს ყოველი მეოთხე ბარათი უკონტაქტო ფუნქციით მზადდება, ხოლო Visa-ს ყოველი მეორე ტრანზაქცია უკონტაქტოდ ხორციელდება, შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ Visa Token-იც სულ მალე ელექტრონული გადახდების სფეროს განუყოფელი ნაწილი გახდება“.

Visa Token სერვისი მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას  ონლაინ და მობილურის მეშვეობით გადახდების განხორციელებისას და ამავდროულად ინარჩუნებს Visa-ს ანგარისშწორების ტრანზაქციის საიმედოობას. Visa Token სერვისის ძირითადი უპირატესობებია:

  • მომხმარებელთა დაცვა: ტოკენი ციფრულად ცვლის საბანკო ბარათზე მოცემულ 16-ციფრიანი ანგარიშის ინფორმაციას. ამ ახალ იდენტიფიკატორს ციფრული ანგარიშის ნომერი ეწოდება. იგი ამარტივებს ტრანზაქციებს პირადი ანგარიშის ინფორმაციის გაზიარების გარეშე.
  • გადახდის მეთოდებზე მორგებული სერვისი: ტოკენის მოქმედება შესაძლოა მორგებული იყოს მხოლოდ არჩეულ მობილურ მოწყობილობებსა და ონლაინ სავაჭრო ობიექტებზე ან შეზღუდული იყოს შესყიდვის სახეობებით, რაც სიახლისა და უსაფრთხოების კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს.
  • მოხერხებულობა და ეკონომიურობა: დაკარგულ, ან მოპარულ მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული ტოკენების გაუქმება მომენტალურად არის შესაძლებელი ანგარიშის ნომრისა და პლასტიკური ბარათის განახლების გარეშე.
  • მარტივი დამუშავება: ტოკენები ემყარება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) სტანდარტებს, შესაბამისად მათი დამუშავება კომერციული ორგანიზაციების, ექვაიერერებისა და იმიტენტების მიერ ტრადიციული საბარათე გადახდების მსგავსად არის შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:  www.visa.com/digitalsolutions და www.visanewscissee.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *