Volkswagen-ს მალე სტრატეგიის ახალი აღმასრულებელი ეყოლება

Volkswagen-ს მალე სტრატეგიის ახალი აღმასრულებელი ეყოლება

Volkswagen-ს მალე სტრატეგიის ახალი აღმასრულებელი ეყოლება. ამ პოზიციას 1-ელი მაისიდან Porsche-ს აღმასრულებელი გერნოტ დოლნერი დაიკავებს.

„გერნოტ დოლნერის შემოერთებით ჩვენ მივიღებთ დამტკიცებულ სტრატეგიას. მას უდიდესი გამოცდილება აქვს Porsche-ში განვითარების სტარტეგიისა და ინოვაციების მართვის მიმართულებით“, – განაცხადა Volkswagen-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჰერბერტ დისმა.

ცნობისთვის, დოლნერი Volkswagen-ის ძვირად ღირებული მიმართულების Porsche-ს პროდუქტებისა და კონცეფციის ხელმძღვანელი იყო. ის Volkswagen-ში მიხაელ იოსტს ჩაანაცვლებს, რომელმაც მიმდინარე თვეს განაცხადა, რომ ათწლიანი მუშაობის შემდეგ ჯგუფს დატოვებს.

შეგახსენებთ, Volkswagen-ს დიდი გეგმები აქვს, ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ აპირებს ელექტრომობილების წარმოების გაზრდასა და განვითარებას. ამის შესახებ განცხადებების შედეგად, კომპანიის აქციები წინა წელთან შედარებით თითქმის 50%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *