WHO: განაგრძეთ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება

WHO: განაგრძეთ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს მოუწოდებს, არ შეაჩერონ კოვიდ-ვაქცინაცია და განაგრძონ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება. როგორც WHO-ში აცხადებენ, ჯერჯერობით არ არსებობს იმის დამადასტურებელი არგუმენტი, რომ აღნიშნული წარმოების ვაქცინას და თრომბის წარმოქმნის ფაქტებს კავშირი აქვს ერთმანეთთან.

ცნობისთვის, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ უკვე შეაჩერა. მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმაც. ამავე დროს, პოლონეთმა, ჩეხეთმა და უკრაინამ განაცხადეს, რომ ისინი ამ ვაქცინის გამოყენებას გააგრძელებენ. იმავეს აცხადებს ტაილანდიც.

დღეს ვაქცინის უსაფრთხოების თემაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები შეხვედრას გეგმავენ. პარალელურად, ევროპის მედიცინის სააგენტო (EMA) გამართავს შეხვედრას.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, AstraZeneca-ს ვაქცინა დაახლოებით 17 მილიონ ადამიანს გაუკეთეს და თრომბი

მათგან მხოლოდ 40 პაციენტს განუვითარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *